20:14 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 15:26:16, 1621 ნახვა

საზოგადოება
მამა იოანე - ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეიცვლება, საუკუნოვანი ტრადიციაა

„უკვე ითქვა, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს  კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების წესის შესაძლო შეცვლაზე განუცხადა.

მისი თქმით, ზიარებისას შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ზიარების შემდგომ „სიტკბოების“ მიღებისას ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქებით დალევენ.

„საპატრიარქომ გაავრცელა წერილი, მოუწოდა დედა ეკლესიამ მის შვილებს, რომ დაიცვას ექიმების ყველა რეკომენდაცია, დაიცვან უსაფრთხოება და ასევე მოუწოდა, რომ 12 საათისთვის ყველა მოქმედ ეკლესიაში დაირეკოს ზარები და უნდა ითქვას სამი ლოცვა. ასევე რეკომენდაცია აქვთ ასეთი, რომ ყველამ ყოველ დილით დალიოს ნაკურთხი წყალი და ასხუროს, ასევე მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან, თუნდაც ეს მომცველობის სახის იყოს.

ზიარების წესზე, უკვე ითქვა, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, მხოლოდ შეიცვლება ის, რომ ზიარების შემდგომ „სიტკბოების“ მიღებისას ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქებით დალევენ“, - განაცხადა მამა იოანემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მარტს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დასაშვებად მიაჩნიათ, ზიარების შემდეგ სასმლის, „სიტკბოების“ მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მოხდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics