|
2020-03-15 15:12:09, 1608 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევით არ არის, უფლის ნებით ხდება
„ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევით არ არის, უფლის ნებით ხდება“, - ამის შესახებ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები,მისთვის მთავარია როგორ ვიცვლებით შინაგანად. „უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები, არამედ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს ვირუსის გამო მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში ეს შემთხვევით არ არის. ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით ხდება, რასაც მოვიწევთ ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით. ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფალმა ინებოს, რომ მოგვეცეს მოშურნეობა, გონიერება და სურვილი, ამ მადლის მოხვეჭის და უფალთან დაახლოების. ეს არის გზა ჭეშმარიტებისა და სასუფევლის დამკვიდრებისა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)