14:34 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 12:57:35, 8433 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი სავარაუდოდ, იტალიასთან არის დაკავშირებული

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხუთი ახალი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთანაა დაკავშირებული.

მისივე თქმით, პაციენტებთან დაკავშირებით, ზუსტი მონაცემები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

„ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორ, თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30-ს შეადგენს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics