18:06 - 31 Jul, 2026
|
2020-03-10 13:45:30, 1645 ნახვა
საზოგადოება
ზალკალიანი - უკვე გაემგზავრნენ საჰაერო ხომალდები იტალიაში, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა მოხდეს
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ საჰაერო ხომალდები, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იტალიის სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ, ფრენასთან დაკავშირებით გაფრთხილებულნი არიან. „ამ წუთებშიც მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ორგანიზებულად იქნან ჩამოყვანილი რომში, ის ადამიანები, რომლებიც იტალიის სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი არის გაფრთხილებული და უკვე გაემგზავრნენ საჰაერო ხომალდები, რათა შესაბამისი პროცედურების და პროტოკოლის დაცვით მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა იტალიიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)