|
2020-03-08 12:05:16, 2166 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსზე ტესტირება 9 პაციენტს ჩაუტარდება 23 პაციენტის პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 8 მარტს დილით კორონავირუსზე ტესტირება 9 პაციენტს ჩაუტარდება და მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 39 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან 23-ზე ვირუსზე ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი მიიღეს. ორონავირუსით ინფიცირებული რიგით მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ეზუგბაიას თქმით, 44 წლის მამაკაცს ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, კარგია და დაავადება არ პროგრესირებს. "მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და რომელსაც მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება გრძელდება. რენდგონოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე მაინც შეფასდა, როგორც ფილტვის ანთება და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა. ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით" - ამბობს ეზუგბაია
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)