16:13 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 10:28:15, 1033 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის გამო, Ryanair-ი თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს

კორონავირუსის გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველა მგზავრს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ ინფორმაცია მიეწოდათ და გადახდილი საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

„COVID-19-ის გავრცელების გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ  შევწყვიტეთ ფრენების ნაწილი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით.

კერძოდ, მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, ხოლო 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება.

ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, ხოლო  8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება.

აღნიშნული ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე, მათ ჩვენი გვერდიდან საშუალება ექნებათ სრულიად უფასოდ შეცვალონ ფრენის მიმართულებაც და თარიღიც“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ამასთან, ავიაკომპანიამ დროებით  შეაჩერა ფრენები იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics