11:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 17:42:36, 2164 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - თუ უმრავლესობა შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, შეთანხმება შესაძლებელია

„თუ ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არ არის და შეთანხმება შესაძლებელია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს ე.წ ჩამკეტს, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და რომელიც მორგებულია ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებზე.

„თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გამოვიდესმართლაც რეალისტური და  ნორმალური მოდელით და არა ისეთით რასაც გვთავაზობენ დღეს, რომელიც ემყარება რაღაც ხელოვნურ ჩამკეტებს, დათქმებს და რომელიც პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არ არის და შეთანხმება შესაძლებელია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics