16:00 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 12:54:00, 1476 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ გასულ წელს ცხაურების დემონტაჟი განახორციელა, წელს კი, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ   მეტრ ფართობზე სკვერს მოაწყობს.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა,  სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი” შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სკვერის პროექტი გააცნო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics