|
2020-03-05 11:07:25, 10532 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი იტალიაში მოგზაურობდა, ქვეყანაში დაბრუნდა სიმპტომების გარეშე, კვირას, შემდგომ კი, განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. „დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენთან სულ შესაძლო შემთხვევა დაფიქსირებული იყო 252, აქედან კი არის უკვე 4 დადებითი. გუშინ, გვიან დადასტურდა, ლუგარში, მეოთხე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ბოლო შემთხვევა, მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებული იტალიასთან, არის საქართველოს მოქალქე, რომელიც შემოვიდა კვირას საქართველოში, სიმპტომების გარეშე და შემდგომ, განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და ამის გამო, მან მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია გუშინ დილით, ჩატარდა კლინიკური კვლევები და ლაბორატორიულად დადასტურდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)