11:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 15:51:28, 1747 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ჩვენ მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელით, პატარა პარტიებს მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტში მოხვედრის საშუალება ეძლევათ

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში,მოხვდნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება უმრავლესობის შეთავაზებას, ისინი კანონპროექტის ინიცირებას აუცილებლად მოახდენე.

„შეთავაზებულია ორი ვარიანტი, ერთი არის 100/50-ზე, მეორე 110/40-ზე. ორივე არის შესაძლებელი განხორციელდეს. ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის. როგორც მათ სურთ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს, თუ აქვთ სურვილი სამიაი, ხუთიანი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში,მოხვდნენ პარლამენტში.

ჩვენი მხრიდან გადადგმული იყო ნაბითუ ისინი არ დათანხმდებიან, ჩვენ აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას. ჩვენ დღეს მოვჯი. ისმინეთ ასევე საპარლამენტო პარტიების განცხადებები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულიშეთანხმება აუცილებლად მოხერხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics