|
2020-03-04 10:09:59, 984 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის კლინიკაში“ ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები ჩატარდება
4 მარტს 11:00-ზე „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მოხდება „ავერსის კლინიკის“ ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ პირველად საქართველოში განხორციელებულ ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება. ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და იძლევა მათი კონტროლის საშუალებას. ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. ეს ოპერაცია ტარდება იმ პაციენტებისთვის, ვის შემთხვევაშიც მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებების სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად დაავადების სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს ბევრად დამოუკიდებელი გახდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)