|
2020-03-02 15:16:54, 1395 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის
„კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების გლობალური მონაცემების განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, კორონავირუსი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული. „გლობალურად, სიტუაცია ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული - 202. სულ, ჩინეთში არის 80 000 შემთხვევა დაფიქსირებული და ამავე დროს, 44 000 გამოჯანმრთელების ფაქტი ფიქსირდება. სამწუხაროდ, 2 900 სიკვდილის შემთხვევაა ჩინეთში. გლობალურად, ჩვენ, დილის მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ევროპის გუშინდელი საღამოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზოგადად, მსოფლიოში, არის 87 000 შემთხვევა დაფიქსირებული. ზოგადად, ჩინეთი დღეს წარმოადგენს 91 პროცენტს მთლიანად დაზიანების. ასევე, საყურადღებოა ის, რომ სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ დასენიანებულ ქვეყანათა რაოდენობა. დღევანდელი რიცხვით, ეს გახლავთ 65 და ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ სამხრეთ კორეაში, სადაც 3000-ს გადააჭარბა, შემდეგ იტალია, ირანი, იაპონია და უკვე სხვა ქვეყნები. ამიტომ, ყურადღება მეტი ჩინეთს გარეთა უკვე გადატანილია. ამიტომაც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას, როგორც პანდემიური მზადყოფნის ფაზას, რადგან ინფექციამ მოიცვა უკვე ყველა კონტინეტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)