13:45 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 19:06:50, 1758 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - სამივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას ექვემდებარებიან

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. 
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას ექვემდებარებიან. 
„დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეებში, 100-ზე მეტი პირი არის მოთავსებული. ამავედროს ვმუშაობთ დამატებითი სივრცეების მოძიებაზე. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთანაც. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპისთვის საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი, მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics