|
2020-02-28 17:45:23, 1552 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა
USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა საქართველოში არსებული ნარჩენების გადამმუშავებელმა და შემგროვებელმა 14 კომპანიამ მიიღო. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებაზე აქტიური მუშაობა დაიწყო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მინისტრის მოადგილემ, საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა და გადამმუშავებელი სექტორის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების საქმიანობა ქართულ ეკონომიკაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ეს არის მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში პრიორიტეტული უნდა იყოს”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ღონისძიება ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგლიმ გახსნა. ღონისძიებას აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი ხელმძღვანელობდა. გამოფენაზე დამთვალიერებლებმა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, გაეცნენ გადამუშავების ტექნოლოგიებს. გამოფენის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი და ამერიკის სავაჭრო პალატის 60-მდე წევრი კომპანია.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)