|
2020-02-28 13:49:37, 1065 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა
სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. პროექტის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „სოფელ დიღომში დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა გადავწყვიტეთ. უახლოეს მომავალში, ადგილობრივები კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ, სადაც გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოსაწყობად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 429 937 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის+“ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო და ტრენაჟორები დამონტაჟდა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)