2020-02-28 13:32:48, 3712 ნახვა
რეგიონი
აქცია გორის პროკურატურასთან - გარდაცვლილი 17 წლის მოზარდის საქმეზე ოჯახი ობიექტური გამოძიების დაწყებას მოითხოვს
გორის პროკურატურასთან, სოფელ ხელთუბანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 17 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ოჯახის წევრები მოზარდის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, მას შვილი მოუკლეს და გამოძიება დანაშაულის ჩამდენ პირებს ხელს აფარებს.
მისი თქმით, საქმე უკვე ორი წელია გამოუძიებელია.
„ჩვენს საქმეზე საერთოდ გაჩერებულია გამოძიება, არც ჩვენ სატელეფონო ზარებს პასუხობენ და არც გვხვდებიან, რადგან არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ვითხოვთ სასწრაფოდ იყოს აყვანილი მაჭავარიანი, რომელმაც ექსპერტიზის მცდარი დასკვნა დადო. ცრუ აღმოჩნდა გიორგი გახარიას დაპირებაც, რომ ჩემ ტკივილს გაიზიარებდა და საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა“, - ამბობს გარდაცვლილის დედა „მთავართან“ საუბრისას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,