|
2020-02-28 12:38:02, 1446 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი შესაბამის სააგენტოებს, ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლება უზრუნველყოს. სახალხო დამცველი სანატორიუმ „გეოლოგის“ ავარიული შენობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შენობა, სადაც სამოცამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. გარდა იმისა, რომ შენობა ავარიულია, მას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. როგორც ცნობილია, ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გამანაწილებელმა კომპანიამ შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, უარი განაცხადა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმებით მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები, რა დროსაც შესაძლებელია პრიორიტეტულად განსახლება - ქულათა სისტემის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობა ნგრევადია, სახელმწიფომ მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში ძალიან ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით 133 ნგრევად ობიექტში 3 191 ოჯახია რეგისტრირებული. სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში მწვავე პრობლემად ასახელებს სწორედ ამგვარ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივ მდგომარეობას და ითხოვს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებისას მათთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)