2020-02-26 12:19:46, 2841 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს
გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, საავადმყოფოში 40 წლის მალხაზ ბადუაშვილი ნაცემი შეიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი თანასოფლელის მკვლელობის გამო წარსულში ნასამართლევია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი მის კრიმინალურ წარსულს, ამაზე საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
მომხდარზე საუბარი არ სურთ არც ბადუაშვილის ოჯახის წევრებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,