|
2015-08-01 10:18:53, 1244 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა
დღეიდან „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს “ენერგო– პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე დაუდგინა. სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე 3.95 თეთრით თეთრით (დღგ–ს ჩათვლით) გაიზარდა. კერძოდ, 0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე პირთათვის ტარიფი განისაზღვრა 10.978 თეთრი/კვტ.სთ-ით (პირველი საფეხური), 101-300 კვტ.სთ-ს მომხმარებელთათვის - 14.348 თეთრით/კვტ.სთ-ით (მეორე საფეხური), 301 კვტ.სთ და მეტი - 18.178 თეთრი/კვტ.სთ-ით (დღგ-ს გარეშე). ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ტარიფის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება. 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის წლის ბოლომდე 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სემეკმა კომპანიისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 აპრილს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებდნენ, რომ სატარიფო განაცხადის შეტანა ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურის გაძვირების გამო გახდა აუცილებელი. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები ძალაშია 2015 წლის პირველის აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)