09:27 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 22:59:52, 1572 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთა გამოც თბილისი ბათუმის მატარებელი გააჩერეს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ

ჩინეთის 2 მოქალაქეს, რომელთა გამოც, თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, პირველადი შემოწმებით კორონავირუსის ​სიმპტომები არ აღმოაჩნდათ და ისინი რისკჯგუფში არ არიან. 

როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, მათ არც ტემპერატურა, არც ხველა, არც სუნთქვის გაძნელება არ უფიქსირდებათ.

ამ დროისთვის ცენტრში 3 მოქალაქე რჩება. ერთი ქართველი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა და 2 ირანელი ცოლ-ქმარი.

საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი, საქართველოს 34 მოქალაქისთვის საკარანტინო პერიოდი გრძელდება. დაკვირვების მეოთხე დღეს მედიკოსები აცხადებენ, რომ არც ერთ მოქალაქეს ამ დრომდე  კორონავირუსი არ აღენიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics