15:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 14:23:42, 2593 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება

 „არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არიან.

„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება. ტატუნაშვილმა, ფაქტობრივად, თავი გასწირა ღირსებით, გაუტეხლობით იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ მსხვერპლის გარეშე. რადგანაც დაუშვებელია ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი. ის მსხვერპლია, ის გმირია და მართლაც ყველაფერთან ერთად ეს წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს. დამნაშავეები არიან ფაქტობრივად დაუსჯელები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთის, დღეს არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. წილკანში დღეს მისი სახელობის სკვერი გახსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics