08:03 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 17:23:22, 1311 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 50 მ სიგრძის და ექვსი მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროების გამო, საჭირო გახდა კედლის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფთხოებისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ გვექნება და გზის სავალი ნაწილი დაცული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 84 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics