22:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 12:46:36, 2038 ნახვა

კომენტარი
ბოკერია შოთაძის კანდიდატურაზე - ივანიშვილმა ისეთი მასხარას დანიშვნა გადაწყვიტა გენპროკურორად, ბოლომდე რომ ენდობა

„ივანიშვილმა ისეთი მასხარას დანიშვნა გადაწყვიტა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ბოლომდე რომ ენდობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კვლავ დაბრუნდება თანამდებობაზე, ეს იქნება საზოგადოების შეურაცხყოფა.

„ამ კაცის დაბრუნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იქნება კიდევ ერთი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, არა ოპოზიციის, არა როგორც ერთი ნაწილის. იმიტომ, რომ შოთაძე გადადგა, რადგან „ქართული ოცნების“ მომხრეები იყვნენ აღშფოთებულნი მისი საქციელით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო. ახლა ამას აბრუნებს იმიტომ, რომ არის ისტერიკასა და აგონიაში. ივანიშვილმა ისეთი მასხარის დანიშვნა გადაწყვიტა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ბოლომდე რომ ენდობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად, საპროკურორო საბჭო სხდომას გამართავს და წარდგენილი 4 კანდიდატიდან, რომელთა შორის არის ირაკლი შოთაძე, კენჭისყრის შედეგად ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics