00:42 - 31 Jul, 2026
|
2020-02-05 17:28:06, 1022 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, სასათბურე მეურნეობების, მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს მჭიდრო და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)