00:43 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 16:32:17, 1172 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციამ სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც დღეს 2 ადამიანი გადმოვარდა, სამუშაოები შეაჩერა

„ამ წუთის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევების გამო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შრომითი უსაფრთხოების დაცვა ყველა კომპანიის ვალდებულებაა.

„შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევითი სამუშაოები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics