02:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 13:36:33, 1139 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას: დედას გიტირებთ! თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები

„პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არ ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“,-ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მის დასამარცხებლად ყველაფერს აკეთებს.

„ერთი შემიძლია ვთქვა, მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, გამოაცხადეს ტერორიზმში ეჭვმიტანილად. ის ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მას ჩვენება არა აქვს მიცემული, მესამე წელია დუმს ცივ სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, დაამარცხოს უდანაშაულო მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახა თერლოევი, მთელმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავიანთი ბინძური მექანიზმით შეებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მებრძვიან, ვნახოთ ვინ ვისი აჯობებს, ვნახოთ. მოგმართავთ მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვახ თერლოევი მთელს სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ. პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არა ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს პარლამენტში შესვლა და ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაუწია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics