11:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 14:43:02, 2267 ნახვა

სამართალი
ბათუმის ყოფილ მერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამარო დარბაზში კიდევ 6 მაღალჩინოსნის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელთაგან მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს, წელიწადით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ, ბათუმის მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილე არჩილ ვანაძეს, ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის“ პროექტს, რომლის განხორციელებაც არ მომხდარა. განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ერთი მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

გიორგი ერმაკოვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics