06:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 16:26:32, 2200 ნახვა

კომენტარი
საკრებულოს თავმჯდომარე - ორივე მხარეს მოვუწოდებ თავი შეიკავონ პირადი შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირებისგან

„მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი პირადი შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირებისგან“, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს და სიმშვიდე შენარჩუნდეს.

„მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან - როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ შენობაში, იყოს სიმშვიდე და მიღებული იყოს უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, გაერთიანებული კომისიის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აღენიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics