20:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 13:17:28, 1141 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ კალანდიას პროცესზე, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები ესროლა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები ესროლა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

როგორც სარალიძემ განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს ბრალდების მხარე გააფორმებს თუ არა ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმებას, რადგან მას ადრე თუ გვიან მოუწევს საპატიმროს დატოვება.

„რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო. 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან, ეს არის გარიგება? სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დარბაზის დატოვებამდე მან განაცხადა, რომ მისი აგრესია უფლებადამცველების მისამართით მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ის შვილის მოკვლის ღირსი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics