|
2020-01-18 10:33:26, 2821 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს-ცენტრი გაიხსნა
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ბიზნეს ცენტრები რეგიონში ხელს შეუწყობს საინვესტიციო პროცესის ეფექტურად განხორციელებას. „აჭარაში მოქმედი განკარგულების ფარგლებში განახლდა მნიშვნელოვანი პროექტი - სასტუმრო კემპინსკი და მოეწყო ბიზნეს ცენტრი. ეს არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს ცენტრი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები, სტუდენტები, საქმიანი ადამიანები, კორპორატიული სტუმრები შეძლებენ ბიზნეს ცენტრში მიიღონ საჭირო სერვისი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბიზნეს ცენტრი ლოფტის სტილის მიხედვით არის შესრულებული, განთავსებულია საერთო და ინდივიდუალური სამუშაო ადგილები, სათათბირო და საკონფერენციო ოთახები სივრცეები. ბიზნეს ლოფტში სამუშაო სივრცით და საკონფერენციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია. აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. შედეგად, ბოლო 1 წელში, აჭარაში, 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა (მათ შორის ე.წ კემპინსკი, ბაბილონი, რუმსი). ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით აჭარაში არცერთი მსხვილი შეჩერებული პროექტი არ არის. აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს, აჭარაში, 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)