|
2020-01-14 10:35:13, 3289 ნახვა
რეგიონი
რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარმა ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი განცხადებით ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრიდა. „ვნახოთ მომავალში როგორ მოვიქცევი. ჯერჯერობით კი ამის დრო არ არის. ყველაფერს ცხოვრება გვაჩვენებს“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. ის ე.წ პრეზიდენტის თანამდებობიდან აქციების ფონზე გადადგა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)