17:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 22:11:58, 1720 ნახვა

საზოგადოება
კურორტ გოდერძიმდე გზები ინტენსიურად იწმინდება

მაღალმთიან აჭარაში თოვლის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ხულო-ადიგენის მიმართულებით კურორტ გოდერძიმდე, საღამო საათებშიც, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ცენტრებამდე პრაქტიკულად ყველგან გაწმენდილია გზა და სოფლების მიმართულებით.

მუშაობა გრძელდება და მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებს გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტ გოდერძისკენ მიმავალი ტურისტები.

ასევე, ელექტრო მომარაგების კუთხითაც იყო გარკვეული შეფერხება. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და ელექტრომომარაგება ძალიან მალე აღდგება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ხულოსა და  შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა  აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად  ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები  მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის  საფარის წმენდას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics