|
2015-07-27 16:39:22, 2141 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
სერგეენკო: სუბსიდირება რეალური დანახარჯების მიხედვით განხორციელდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სუბსიდირება რეალური დანახარჯების მიხედვით მოხდება. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, ყოველი თვის ბოლოს „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან“ და თელასთან მონაცემთა ბაზის გაცვლა მოხდება. ამასთან, სერგეენკოს თქმითვე, ყოველთვიურად დაზუსტდება, თუ რამდენი ოჯახი მიიღებს სუბსიდირებას. „სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა სამწუხაროდ 460 ათასის ფარგლებშია. რაც შეეხება სუბსიდირებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ოჯახი, რომლის შეფასება არის 70 ათასი, ან ნაკლები ქულა, სახელმწიფოსგან გაძვირების გამო, ზედმეტი დანახარჯის სუბსიდირებას მიიღებს. ეს განხორციელდება შემდეგნაირად: ჩვენ დავამყარეთ მონაცემთა ბაზის გაცვლა თელასთან. თელასი ყოველი თვის ბოლოს მოგვაწოდებს იმ ადამიანების რეალურ დენის დანახარჯებს. მათ შორის უკვე დაანგარიშებულს, რაც იყო ზედმეტი ამ გაძვირების გამო. ჯანდაცვის სამინისტრო დააბალანსებს, მთლიანად გადაიხდის ამ თანხას. შესაბამისად, რამდენი აღმოჩნდება ასეთი ოჯახი, ეს ჩვენ დაზუსტებულად გვეცოდინება ყოველი თვის ბოლოს. როდესაც მოხდება ბაზების დადარება სოციალური მომსახურების სააგენტოს, თელასს და რაიონებში, ენერგო-პროს შემთხვევაში. მექანიზმი იქნება ასეთი-არაგასაშუალებული სუბსიდირება, არამედ რეალური დანახარჯების მიხედვით სუბსიდირება. სავარაუდოდ, ეს არის მთლიანად 200 ათასის ფარგებლში, თუმცა ყოველ თვე ეს იქნება დაზუსტებული რაოდენობა და ყოველ თვე ერთი ოჯახის სიზუსტით იქნება სუბსიდირება განხორციელებული“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)