16:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 12:51:18, 1638 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან წყლით სავსე სათლები მიიტანეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ. მათ ადგილზე  წყლით სავსე სათლები მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ წყლით სავსე სათლები ინფრასტრუქტურის მინისტრს დაუტოვონ  და  სამინისტროს გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ.

 „შეშინებული სამინისტრო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უკეტავს კარებს ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ მოძრაობა "შეცვალეს" როგორმე შეუზღუდონ გადაადგილება სამინისტროს თუ სხვა ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდოდა მინისტრის სახელზე დაგვეტოვებინა ეს წყლით დავსე სათლი და ჩვენი მხრივ დავხმარებოდით სამინისტროს, რომელიც მხართეძოზეა წამოწოლილი და არაფერს არ აკეთებს გუდაურში და ბაკურიანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად“,- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა, ოთო ათათიამ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მთავარ კართან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics