15:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 17:24:31, 2119 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქში გამართულ ტრადიციულ საშობაო ალილოზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერიის სახელით, ვიცე-მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

„მინდა ყველას მივულოცო შობის დღესასწაული. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ეს ბავშვები აქ საოცარ გარემოს ქმნიან - სიკეთითა და სიცოცხლით სავსე ბავშვები არიან. მიხარია, რომ ისინი არიან ქვეყნის მომავალი თაობა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს, მერიის სახელით, აქედან, ჩემს შვილებთან და ამ ბავშვებთან ერთად მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მთელ ერს, სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული. ვისურვებ, ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და მთლიანად საქართველოს!“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ალილოს მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული სამების ახალგაზრდული ცენტრიდან მიუსაფარ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე საპატიმროებში გადანაწილდება.

ტრადიციული ალილო დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. მსვლელობაში მრევლი, ბავშვები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics