15:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 15:29:58, 1537 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე: უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო

„უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე ხელისუფლებისთვის იყო მხოლოდ“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ოპოზიციის შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პატრიარქის ეპისტოლეში გზავნილები ხელისუფლების მიმართ იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე იყო სიყვარულსა და სიკეთეზე, ასევე ძლიერი აქცენტები იყო გაკეთებული ქვეყნის გამთლიანებაზე.

„უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე ხელისუფლებისთვის იყო მხოლოდ.

ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული, სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე იყო ძლიერი აქცენტები. მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს გაერთიანებისა და ერთობის მნიშვნელობაზე, ერთობა ნამვილად სჭირდება ჩვენ ქვეყანას და რაც მთავარია, რაც არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი - ვემსახუროთ ადამიანებს, ვემსახუროთ ერთმანეთს, მხოლოდ ამით შეძლებს ჩვენი ქვეყანა გამთლიანებას. ჩვენ ამას მოვახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდ ისტორია და მომავალიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics