|
2020-01-06 15:25:08, 1035 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: დეკანოზის გათავისუფლება საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და სასურველი იქნებოდა
საქართველოს საპატრიარქოსი შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, საპატრიარქოსთვის მისაღები და სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი და ამით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დასრულებულიყო. მისივე განმარტებით, დეკანოზი მძევლად ჰყავთ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურთ ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. „პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და სასურველი იქნებოდა, რომ გათავისულებულიყო დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუნდაც იმიტომ რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დამთავრებულიყო. ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ამ ფაქტორს დეკანოზი გიორგი მამალაძის მდგომრეობას, დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებნა ეს და ჩვენი ხედვით, ეს ადამიანი მძევლად არის იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ ამით დასრულდებუდა ეს სპეკულაციები და სპექტაკლი“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)