09:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 13:04:12, 1280 ნახვა

კომენტარი
გიორგი მამალაძის მამა: საპატრიარქო და მთავრობა ერთნაირად მოქმედებს - იციან, რომ დეკანოზს ინფორმაცია აქვს და ეშინიათ

„მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პატრიარქთან იყოს შეთანხმებული“,- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მამამ, ავთანდილ მამალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეკანოზის გათავისუფლება ხელისუფლებას და საპატრიარქოს არ აწყობს, რადგან იციან, რომ გიორგი მამალაძეს გარკვეული ინფორმაცია აქვს და მისი ეშინიათ.

„მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პატრიარქთან იყოს შეთანხმებული პირადად. პატრიარქთან არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს შეთანხმებული. ეს არასწორია, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ არის, თუმცა სად ჰყავს საქართველოს პრეზიდენტი.  არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს ის, რა უბედურებაც ხდება სპატრიარქოსა და მთავრობაში, ალბათ იციან, რომ დეკანოზს აქვს ინფორმაცია და ეშინიათ. პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური ზეწოლა, დეკანოზის გათავისუფლება არ აწყობთ საპატრიარქოში მოკალათებულ დაჯგუფებას და მთავრობას, ერთნაირად მოქმედებენ ორივე“,- განაცხადა ავთანდილ მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics