13:47 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 15:23:01, 2409 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი - ერთადერთი ვიცით, რომ იქ მამა ნორმალურად იყო, შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

„ერთადერთი ვიცით, რომ იქ ნორმალურად იყო. შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არავის მხრიდან არ ჰქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია“, - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მას ახლა დასვენება სჭირდება.

„ძალიან დიდი მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ამ 50 დღის განმავლობაში ხდებოდა და რა მხარდაჭერაც ჩვენ გამოგვიცხადეთ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ახლა ისე ვართ, ემოციებს ვერ გამოვხატავთ. ფიზიკურად მამა ნორმალურ მდგომარეობაშია. ცოტა გამხდარია, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. ახლა დასვენება გვჭირდება ჩვენც და მასაც, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ. ერთადერთი ვიცით, რომ იქ ნორმალურად იყო. შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არავის მხრიდან არ ჰქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია. მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, საერთოდ დღევანდელი გათავისუფლება. ყველა ვხედავდით, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩართული იყო მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამიტომ, ჩვენი აზრით, ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ. ყველა კომპლექსურად იმუშავა და ეს ყველას შედეგია“, - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics