12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 15:43:52, 833 ნახვა

საზოგადოება
წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 იწყება

27-29 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც  სიახლეებითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები.

წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს.

ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ - ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საგამომცემლო პროცესების ხელშეწყობა.

ღონისძიება 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. ფესტივალის ორნგანიზატორები სამი დღის განმავლობაში სტუმრებს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს ჰპირდებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მეგობარია თიბისი ბანკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics