12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 12:48:47, 1155 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები „კავკასიასთან“ ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ

მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან მხარდასაჭერ აქციას მართავენ.

ტელეკომპანიის შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიაც იმყოფება.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ტელევიზიას, რომელთა ანგარიშებსაც გუშინ ინკასო დაედო.

„ბუნებრივია, ეს „ქართული ოცნების“ მარტივად დასანახი ხელწერაა, რომელსაც არ მოსწონს მასზე კრიტიკულად განწყობილი თავისუფალი მედია. უკვე დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს. უკვე თითით ჩამოსათვლელი მედია დაგვრჩა, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია „კავკასიაა“, რომელსაც ძალიან უსამართლოდ ექცევა, რადგან ყველა არხი, რომელსაც დავალიანება აქვს უნდა იყოს თანაბარ პირობებში. „კავკასია“ იქნება პირველი, ვისაც დაარტყამენ და ამიტომაც მოვედით აქ. შემდეგ გადავალთ „ტვ პირველთანაც“ და ყველა იმ მედია საშუალებასთან დავდგებით გვერდით, თუმცა ჩვენი გვერდში დგომა საკმარისი არ არის და კიდევ მეტი სოლიდარობა უნდა იყოს ჟურნალისტების მხრიდან. ამაზე მთელი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რადგან ამ ეტაპზე, თავისუფალი მედიის გაჩუმება ტრაგედიაა“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მოგვიანებით ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობიდან „ტვ პირველის“ შენობასთანაც გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაედო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics