12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 10:57:16, 921 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით ახალი სააგენტო შეიქმნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა.

2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

სააგენტოს შექმნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც საომარი მოქმედებებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.

სააგენტო განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს და არაერთ მიზნობრივ პროექტს განახორციელებს.

2020 წლიდან,  სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხოლო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს, უსაფრთხო გარემო შეუქმნას.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics