|
2019-12-25 17:11:48, 1980 ნახვა
რეგიონი
რა იგეგმება აჭარაში წინასაახალწლოდ
ბათუმი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება. წელს, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრმა ევროპის მოედნიდან საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბათუმის ბულვარში გადაინაცვლა. განსაკუთრებულად მოირთო ბულვარის შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით შეიფუთა. საახალწლო სამზადისი ბათუმში დასრულდა და საახალწლო განწყობაც ქალაქში უკვე იგრძნობა. ბათუმსა და ქობულეთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში დღეს აინთება, რითაც სტარტს აიღებს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები. ზღაპრულად მორთული ბულვარი საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, ქობულეთში კი კონცერტები 1 იანვრამდე გაგრძელდება. ზამთრის ფესტივალს უმასპინძლებს კურორტი გოდერძიც, სადაც 28 დეკემბერს ტურისტებს საინტერესო მუსიკალურ და გასართობ პროგრამას შესთავაზებენ. კურორტ გოდერძის ფესტივალის, ბათუმისა და ქობულეთის საახალწლო პროგრამების ნახვა შემდეგ ლინკზეა შესაძლებელი - http://newyear.gobatumi.com/index.html.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)