|
2019-12-24 21:31:51, 28915 ნახვა
კულტურა
„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს
30 დეკემბერს, 20.00 სთ. საქართველო - ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“ და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - „ნატვრის ხე“ თბილისში, სასტუმრო “WYNDHAM GRAND TBILISI”-ში საქველმოქმედო საღამოს - „სიცოცხლისათვის“ გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“. საქართველოში, პირველად ჩამოდის ამ მასშტაბის დელეგაცია ისრაელიდან საქველმომედო მიზნებისთვის. საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მეცო - სოპრანო ნინო სურგულაძე წარსდგება. მას აკოპანიმენტს გაუწევს პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი. შემოსული თანხებით განხორციელდება დახმარება ფონდი „ნატვრის ხის“ ბენეფიციარებზე, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ. ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ასევე ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ხუთასი ათასზე მეტი ზარია შემოსული. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებებში თითქმის სისტემატიურად მონაწილეობს. საქველმოქმედო საღამო სიმბოლურად, ებრაული სინათლისა და სიკეთის დღესასწაულის - ხანუქას ბოლო დღეს ჩატარდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ამ დღესასწაულს უკვე მეოთხედ მართავს, მასში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ისრაელელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, რომელთა შემოწირულობებიც მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას მოხმარდა. „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს განცხადებით, საქველმოქმედო საღამო საქართველოსადმი ისრაელის საზოგადოების - პოლიტიკური წრეების, ბიზნესისა და საზოგადო მოღვაწეების სოლიდარობის გამოხატულებაა. ასეთი განწყობა დიდი კაპიტალია ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, რომელიც დაგვეხმარება მაღალი დონის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში „ისრაელის სახლი“ საქართველოში გახდა მთავარი მისამართი ისრაელელი პოლიტიკოსებისა თუ სხვა გავლენიანი მოღვაწეებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ორგანიზაციის კონცეფციას - მაღალი დონის სახელმწიფოებრივი კავშირების დამყარებას. „ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში დიდმა წარმატებამაც - 30%-იანმა ზრდამ დაგვანახა, რომ ორი სახელმწიფოს კავშირებში პოტენციალი ძალიან დიდია და ეს შეიძლება ყველა სფეროზე აისახოს. მომავალ წლიდან ისრაელი საქართველოსთან ურთიერთობას დაიწყებს ახალი ძალებით, რომელიც ორიენტირებულია ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე. რაც შეეხება საქველმოქმედო საღამოს, ისრაელის მხარისთვის ეს გახდება 2019 წლის შეჯამებაა და მზადება 2020-თვის.
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)