|
2019-12-16 14:36:06, 2152 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირი 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის. სერვისცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, რომლებიც მზად არიან საბანკო მომსახურების გაწევით ხელი შეუწყონ ჩვენი ამჟამინდელი თუ პოტენციური კლიენტების ბიზნესის განვითარებას. ახალი სერვისცენტრის მდებარეობა ქალაქის აქტიურ ნაწილში, საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ კიდევ უფრო მეტ კლიენტს და შევთავაზოთ მათ ოპერატიული მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ბაზისბანკი 3 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. ბაზისბანკი მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იგი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)