|
2015-07-23 17:56:40, 805 ნახვა
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: დენის ტარიფის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა
„ხალხის ჯიბეში აფათურეს ხელი, ენერგეტიკა დააზიანეს, ამაშია ხელისუფლების დიდი შეცდომა“,-ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ სემეკის მიერ „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ტარიფის 3,348 თეთრით გაძვირების საკითხი. გიორხელიძის თქმით, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის თითქმის 4 თეთრით გაძვირება უზარმაზარი ზრდაა. „ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. არანაირი ობიექტური დასაბუთება არ არსებობს იმის, რომ ტარიფი უნდა გაზრდილიყო, პირიქით ტარიფის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო. ხელისუფლებაში და მთავრობაში მყოფი ლობი დიდი ხანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და თავისას მიაღწია. ტარიფები გაიზარდა ორი, სამი ენერგომაფიოზური ჯგუფის სასარგებლოდ. შედეგი ძალიან მძიმე იქნება. ისედაც შეკუმშული ეკონომიკა, კიდევ უფრო შეიკუმშება. მცირე და საშუალო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“,-განაცხადა გიორხელიძემ. ამასთან, როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ოდიოზური ორგანიზაციაა, რომელიც არ უნდა არსებობდეს. „ენერგო-პრო-ჯორჯია“ თავისთავად ოდიოზური ორგანიზაციაა, რომელიც არ უნდა არსებობდეს. ეს კომპანია რეალურად წინა ხელისუფლების მთავარი აღმასრულებელი ფიგურანტის მიერ იქნა შექმნილი. „ენერგო-პრო“ დღესაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ფაქტია, ტარიფები გაიზარდა „ენერგო-პროსთვის“, რომ იგი უფრო სარფიანად იქნას გაყიდული“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ დემურ გიორხელიძემ. სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული. სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა. ცნობისთვის, ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)