|
2019-12-12 13:06:26, 2400 ნახვა
რეგიონი
ინგლისური ენის უფასო 6 თვიანი კურსი პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის დასრულდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო 6 თვიანი კურსი დაასრულა. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწვლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადასცა. კურსი მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და პანკისის ხეობის განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა. პროექტი მაქსიმალურად მორგებული იყო ადგილობრივების საჭიროებებზე და მიზნად ისახავდა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლების პროცესში თავიდან 36 პირი ჩაერთო, თუმცა, კურსი წარმატებით 12-მა მონაწილემ დაასრულა. კურსის ბოლოს ფინალური ტესტირებაც ჩატარდა და წარმატებულ მონაწილეებს ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება დაემთხვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამიტომ სპეციალურად მათთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ანა ვაშალომიძემ ჩაატარა ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“. ტრენინგის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია 2019 წლის აპრილში გამოაცხადა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)