|
2019-12-10 17:36:16, 1669 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა
„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ წიაღის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმა," - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მარტივდება პროცედურები მათთვის, ვისაც წიაღის არა მარტო მოპოვება, არამედ გადამუშავებაც უნდა. „ჩვენი სტრატეგიის მთავარი ამოცანა არის, რომ ამ წიაღით მოტანილი სიკეთე ძირითადად საქართველოში დარჩეს და ძირითადი ღირებულება შეიქმნას. კერძოდ, წიაღი ექსპორტზე გადამუშავებული სახით გავიდეს, რაც ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ დღეს 50 მცირე მეწარმეს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა. 2019 წლის ბოლომდე 120-მდე მცირე მეწარმე გამარტივებული წესით მიიღებს წყლით სარგებლობის ლიცენზიას, რაც მათ სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებაში დაეხმარებათ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)