|
2019-12-10 14:26:08, 1091 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინო პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე წარადგინეს
პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას" ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო" ფარგლებში მიმდინარეობს. ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა პოლონელ მომხმარებელს უკვე ჰქონდა ქალაქ ოპოლეში, დეკემბრის მეორე ნახევარში ანალოგიური ღონისძიებები ტორუნსა და უსტრონში გაიმართება. სტუმრებს საშობაო ბაზრობებზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ქართულ ღვინოსთან ერთად ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობაც ეძლევათ. ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნულ ქვეყანაში განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია 2019 წლის 11 თვის მონაცემებითაც: საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,7 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)