|
2019-12-09 16:33:02, 1435 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა
„ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა“, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს კაპიტალური დანახარჯებისთვის, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს პროექტების სწორ შერჩევაზე, აღნიშნული პროექტის სოციალური, ეკონომიკური ეფექტის მიღებაზე და განხორციელების მონიტორინგზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შემუშავებულია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია და გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის შერჩევის, მისი ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები. „2020 წლის ბიუჯეტს პირველად დაერთო აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებული 14 პროექტის ანალიზი. მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლომდე განვაახლებთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და 2021 წლის ბიუჯეტთან ერთად მსხვილი პროექტების 50% პროცენტზე მეტის ანალიზს მოვამზადებთ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში განსაკუთრებული წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს რისთვისაც ივანე მაჭავარიანმა მათ მადლობა გადაუხადა. „ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)